ტეხასის შტატში – უცნობმა პირმა ცეცხლი უნივერსიტეტის კამპუსში გახსნა

ტეხასის შტატში, უცნობმა პირმა უნივერსიტეტის კამპუსში ცეცხლი გახსნა. სროლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაიჭრა 2 წლის ბავშვი.

ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ინციდენტის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო წლებში, აშშ-ის კოლეჯებისა და უნივერსიტეტების კამპუსებში სროლები გახშირდა, რამაც ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების შესახებ კანონის გამკაცრების აუცილებლობლობაზე პოლემიკა გაამწვავა.