ირაკლი შოთაძეს დღეს საპროკურორო საბჭოში მოუსმენენ

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენს. გასაუბრება 11:00 საათზე დაიწყო. გასაუბრების დაწყებამდე ირაკლი შოთაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საპროკურორო საბჭოს სხდომას დღეს ოპოზიციაც დაესწრება. ოპოზიციის წევრებს კითხვები ირაკლი შოთაძესთან ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით და პოლიტიკურ დევნაზე აქვთ.

„ირაკლი შოთაძე იქნება გენერალური პროკურორი თუ ვინმე სხვა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კონტროლის პირობებში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა საზოგადოების დაცინვაა, როდესაც ივანიშვილი მას აბრუნებს ამ თანამდებობაზე. – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

პროკურორობის კანდიდატებს კითხვებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეც დაუსვამს. ანრი ოხანაშვილს კანდიდატებთან კითხვები სამართლის აღდგენის კუთხით მათ ხედვაზე ექნება.