მძიმე ტრაგედიის გამო აქცია-პიკეტი გადაიდო

პარლამენტის წინ დაგეგმილი აქცია-პიკეტის გადადების შესახებ განცხადება, ცოტა ხსნი წინ გიგი უგულავამ ოპოზიციის სახელით გააკეთა.

„რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახში ხანძარი გაჩნდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია. პირველ რიგში მსურს მწუხარება გამოვთქვა ამ ამბის გამო. ეს ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის საზარელი ფაქტია.

მინდა მწუხარება გამოვთქვა და ოჯახის ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო.

როგორც მოგეხსენებათ, დილის 10 საათზე ჩვენ საპროტესტო აქციას ვგეგმავდით, თუმცა ამ ამბავმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ 4 თებერვალს ჩანიშნული საპროტესტო ღონისძიება გაგვეუქმებინა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს“, განაცხადა მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურიმა მდივანმა გიგი უგულავამ.