ბაღდათში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია

ბაღდათში მომხდარ ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალი ფეხმძიმედ იყო. მაშველებმა მოგვიანებით ოჯახის ახლობლის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე გამოძახებიდან ორ წუთში გამოცხადდა.

ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. სრულად დაიწვა ორსართულიანი სახლი.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და სახლში თვითნებურად იყო შესახლებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.