საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო საქმიანობას ხვალიდან გააგრძელებს

ხვალ, 4 თებერვალს, საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო საქმიანობას გააგრძელებს,
საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება. პარლამენტარებს სესიის ფარგლებში გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა მოუწევთ.
მათ ასევე რამდენიმე წლიური ანგარიშიც უნდა განიხილონ, მათ შორის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, სახალხო დამცველის, აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკისა და გენერალური პროკურატურის ანგარიშები.
საგაზაფხულო სესია კი ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.