„სათქმელი ძალიან ბევრია, იმ არასწორ და უზუსტო ინფორმაციებს, რასაც ჩვენ წერილებში ვნახულობდით“ – კახა კალაძე

მმართველი გუნდის წარმომადგენლების ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ კახა კალაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამერიკელებისთვის სათქმელი ძალიან ბევრია იმ არასწორ და უზუსტო ინფორმაციებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ წერილებში ვნახულობდით.
მან დასძინა, რომ მმართველი პარტია ამერიკელებს სწორ და რეალურ ინფორმაციას მოაწოდებს.
„სათქმელი ძალიან ბევრია, იმ არასწორ და უზუსტო ინფორმაციებს, რასაც ჩვენ წერილებში ვნახულობდით და რომლებიც ქვეყნდებოდა. შესაბამისად, კონგრესმენებთან, სენატორებთან კომუნიკაცია, ურთიერთობა და დამატებითი ინფორმაცია ცალმხრივად რომ არ იყოს მიწოდებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება სწორი და რეალური ინფორმაციის მიწოდება“, – აღნიშნა მერმა.