პიკეტირება არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის პიკეტირება არის ხელისუფლებისა და პარლამენტის წინააღმდეგ მიმართული აქცია.

„ეს საკითხებია, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის საკითხები, სამართლებრივი საკითხები, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს ხალხის და ქვეყნის წინაშე. სწორედ ამის პიკეტირება ხდება და ასეთი პიკეტირებით ვითომდა საარჩევნო თემებზე მოლაპარაკების წარმატებაზე საუბრობენ. ეს ტყუილია, არავითარი კავშირი პიკეტირებას არ აქვს იმ პროცესთან, რასაც ჰქვია საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია”, – აცხადებს ვიცე-სპიკერი.