„კაცმა 50 მილიონი მოიპარა“ – კალაძე უგულავაზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ არავითარი პოლიტიკური დევნა არ მიმდინარებს. კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ? – განმარტა კახა კალაძემ.

დანაშაულის საპასუხოდ ხელისუფლების რეაგირება გასასკვირი არ არის, დასძიან მან.
„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებმა საზოგადოებას სიმართლე და რეალობა რომ დაანახოს, ძალიან მარტივია. შესაბამისად, ვერავინ ვერ დაიჩაგრება, ჩვენ არასოდეს არავინ არ დაგვიჩაგრავს“, – აღნიშნა კალაძემ.

მან ხაზი გაუსვა გიგი უგულავაზე დასმულ კითხვასაც და აღნიშნა, რომ დანაშაული მან თვითონვე აღიარა.

„რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ“, – აცხადებს თბილისის მერი.