ქვეყანაში გრიპის სეზონია, ამიტომ ჰიგიენა მაქსიმალურად უნდა დავიცვათ – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძემ მშობლებს მისცა რეკომენდაცია ბავშვებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თუ მათ მაღალი ტემპერატურა ექნებათ სკოლაში არ გაუშვან. მან დასძნა, რომ ქვეყანაში გრიპის სეზონია, ამიტომ ჰიგიენა მაქსიმალურად უნდა დავიცვათ.
მან მოსახლეობას აცრების გაკეთებისკენაც მოუწოდა.

„სკოლებმა გრიპის სეზონი უნდა გაითვალისწინონ. ქვეყანაში რესპირაციული ინფექციების სეზონია და ყველა სკოლამ, სააღმზრდელო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა – ბავშვებისთვის სუფთა გარემოს შექმნა, ხელების ხშირად დაბანა, სკოლები ხშირად განიავდეს, ხშირად მოხდეს დაალგება სველი წესით, ჰქონდეთ საპონი და ინფექციის კონტროლის საშუალება. თუ ბავშვს ტემპერატურა აქვს, მშობლებმა ის სკოლაში არ უნდა გაუშვან, ექიმთან წაიყვანონ“,- აცხადებს გამყრელიძე.