„კორონავირუსიშესაძლებლობას გვაძლევს მოვახდინოთ უცხო ქვეყნის დაავადებული მოქალაქეების დეპორტაცია“ – მიშუსტინი

რუსეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთში ისეთი მოქალაქეების დეპორტაცია მოხდეს, რომლებიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებულები.
„ახლა ახალი კორონავირუსი დაემატა განსაკუთრებით საშიში დაავადებების სიას. ეს შესაძლებლობას გვაძლევს მოვახდინოთ უცხო ქვეყნის დაავადებული მოქალაქეების დეპორტაცია, ასევე მივიღოთ სპეციალური შემზღუდველი ზომები, როგორიცაა იზოლაცია და კარანტინი“, – აცხადებს მიშუსტინი.
ცნობისთვის, ამჟამად რუსეთში კორონავირუსის 2 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი სტატიები