სამი პაციენტი, რომლებიც ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან, თავს კარგად გრძნობენ

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 3 პაციენტი, რომლებიც ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან, თავს კარგად გრძნობენ. ექიმები აცხადებენ, რომ მათ საავადმყოფოდან იმ დღესვე გაწერენ, როდესაც როტერდამის ლაბორატორიიდან მათი ბიოლოგიური მასალის დასკვნას მიიღებენ, რომელშიც ხსენებული იქნება, რომ მათ კორონავირუსი არ სჭირთ.

ექიმებმა ასევე განაცხადეს, რომ პაციენტები კლინიკაში პრევენციის მიზნით დატოვეს, რადგან ისინი ჩინეთიდან საქართველოში მესამე ქვეყნის გავლით მოხვდნენ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია, რადგან საზღვრები მკაცრად კონტროლდება.