ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი რუსეთში დააკავეს

რუსეთში, რუსული სახელი მოასპარეზე ქართველი მოკრივე, გიორგი ყუშიტაშვილი ნარკოტიკების აღების ფაქტზე დააკავსეს. ამ დროს ის დაუპირისპირდა რუს სამართალდამცველს, რა დროსაც მას ცხვირი გაუტეხა.

ცნობისთვის, დავით წიკლაური, საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყუშიტაშვილი სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს სახელით აპირებდა გამოსვლას.
მან ასევე განაცხადა, რომ 1 კვირის წინ ჩატარებული ნარკოტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ ყუშიტაშვილს ნარკოტიკებთან კავშირი არ ჰქონდა.

“მას უნდა ეასპარეზა საქართველოს სახელით სალიცენზიო ტურნირზე, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, დახმარება გავუწიოთ,”- განაცხადა წიკლაურმა.