პამელა ანდერსონი და ჯონ პიტერსი 12 დღიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ

Hollywood Reporter-ზე პამელა ანდერსონმა და ჯონ პიტერსიმ განაცხადეს, რომ 12 დღიანი ქორწინების შემდეგ ისინი დაშორდნენ. ცნობისთვის, წყვილი 20 იანვარს მალულად დაქორწინდა.

“ჩვენ მადლობლები ვიქნებით თქვენი მხარდაჭერისთვის იმაში, რომ რაღაც დროს განცაკლევებულად გავატარებთ, რათა გადავაფასოთ რა გვსურს ცხოვრებისგან და ერთმანეთისგან.

ცხოვრება თავგადასავალია და სიყვარული პროცესია. ამ უნივერსალური სიმართლით გონებაში, გადავწყვიტეთ არ ავიღოთ ქორწინების დამადასტურებელი სერტიფიკატი და ჩვენი რწმენა პროცესს მივანდოთ. მადლობა ჩვენი პირადი სივრცის პატივისცემისთვის”, – განაცხადა პამელა ანდერსონმა.