ახალი დეტალები მაჩაბლის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

მაჩაბლის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი. გაჟღერებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს საცხოვრებელ სახლში თვითმკვლელობა სურდა, ოჯახის სხვა წევრმა კი მისი გადარჩენა სცადა, რა დროსაც შემთხვევითი გაზროლისას ქალი დაიჭრა.

ფაქტის შემდეგ დაშავებული მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სავარაუდოდ გადაიყვანეს ქალიც.

კლინიკაში აცხადებენ, რომ დაშავებულთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გასცემენ, რადგან ამის ნებართვას ახლობლები არ აძლევენ.