პრინცესა დაიანას აქამდე უცნობი წერილი შვილებს

პრინცესა დაიანას ყოფილმა ასისტენტმა პოლ ბარელმა ჟურნალისტებს აქამდე გამოუქვეყნებელი წერილი აჩვენა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ლეიდი დიმ წერილი პრინც უილიამისა და ჰარისთვის დაწერა: „მე სიკვდილამდე მიყვარს ჩემი ბიჭები და ვიმედოვნებ, რომ ჩემს მიერ მათში ჩადებული ძალისხმევა მათ ძალას, ცოდნასა და სტაბილურობის შეგრძნებას მოუტანთ“, – წერდა დაიანა.

ყოფილი ასისტენტი ამბობს, რომ ამ წერილის გასაჯაროვების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ სამეფო ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვეს. პოლ ბარელი მიიჩნევს, რომ პრინცესა დაიანა შვილის ამ გადაწყვეტილებით იამაყებდა.