შეწყვეტს, თუ არა Brexit-ის გამო Wizz Air ლონდონისკენ ფრენას

Brexit-ის მიუხედავად, 31 დეკემბრამდე Wizz Air დიდი ბრიტანეთის მიმართულებით ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია სოციალურ ქსელში საკუთარი მგზავრებისთვის ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და მათ დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლის შესახებ ინფორმაციას აწვდის.

როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ჯერჯერობით ბრიტანეთის მიმართულებით ავიამიმოსვლაზე ცვლილებები არ იგეგმება.

„დღეიდან დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის ოფიციალურად გასვლიდან (31 იანვარი) 11 თვის განმავლობაში (31 დეკემბერი) Wizz Air-ი გააგრძელებს ევროკავშირის ბაზების ნორმატიულ-სამართლებრივ მხარდაჭერას“, – აღნიშნავენ უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიაში.

შეგახსენებთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას 2017 წლის ზაფხულიდან ასრულებს.