აშშ ერაყში პატრიოტის თავდაცვითი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებას გეგმავს

აშშ ერაყში „პეტრიოტის“ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განთავსებას განიხილავს. აღნიშნულის მიზეზია ირანის მიერ ერაყის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში, სადაც ამერიკული კონტინგენტია განთავსებული.

შტატების თავდაცვის მდივან მარკ ესპერის განცხადებით, ვაშინგტონი ამ საკითხზე ერაყის ხელისუფლებასთან მუშაობს.

შტატებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანმა ერაყის სამხედრო ბაზებზე, სადაც ამერიკული კონტინგენტია განთავსებული, სარაკეტო იერიში მიიტანა. ირანმა სამხედრო ბაზებზე თავდასხმა ქასეიმ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო განახორციელა.