დეპუტატებზე საქმე აღიძრა

პროკურატურამ თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინა.

საქმე ეხება 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას, სადაც ლევან ხაბეიშვილს სცემეს.

პროკურატურამ ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინა ლევან ხაბეიშვილსაც. დეპუტატს საგამოძიებო უწყება ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობის ფაქტს ედავება.