თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თურქული მედია აცხადებს, რომ თურქეთში შეიარაღებული თავდასხმისას საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

მედია აცხადებს, რომ ქალბატონს, რომელიც კლუბში მუშაობდა, ღამის საათებში დაესხნენ თავს. მის გვერდით მყოფი ორი მამაკაცი კი დაჭრეს.
თავდამსხმელის დასაკავებლად სამართალდამცველებმა შესაბამისი ოპერაციები დაიწყეს.