2020 წლის საუკეთესო სერიალები

გამოცემა Vogue-მა 2020 წლის საუკეთესო სერიალები დაასახელა.
პირველი ადგილი სერიალმა „Sanditon“ დაიკავა. სეიალი ჯეინ ოსტინის ბოლო ნაწარმოების ტელეადაპტაციაა. სერიალის მტავარი გმირი ძლიერი ქალია, რომელიც პატარა ქალაქიდან გადადის ზღვისპირა დასახლებაში.

მეორე ადგილზე „High Fidelity“ გავიდა. ფილმში მთავარ როლს ზოი კრავიცი თამაშობს. ის მუსიკალური მაღაზიის მეპატრონეა, რომელმაც რამდენიმე წარუმატებელი ურთიერთობა გამოიარა.

მესამე ადგილი „Cheer-ს“ ერგო. ის ერთ-ერთი კოლეჯის მხარდამჭერთა გუნდის ისტორიას მიეძღვნა, რომლებშიც ახალგაზრდები ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადებიან.
„Normal People“ – ეწოდება ფილმს, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა. ის მარიანასა და კონელის სიყვარულის ისტორიას ასახავს.

საბოლოო, მე-5 ადგილი კი სრიალმა „The Circle“ დაიმსახურა. ეს არის ნეტფლიქსის შოუ, რომელშიც მოთამაშეები იყენებენ მხოლოდ პლატფორმა The Circle-ს, რათა ერთმანეთს ეკონტაქტონ. ისინი შეზღუდულნი არიან, რამგამ მხოლოდ ეს პლატფორმა შეუძლიათ გამოიყენონ.