გვარამია სისხლიანი წარსულის დამალვის მცდელობაში

უმთავრეს საკთხზე გადასვლამდე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს შენობასთან სამმა ახალგაზრდამ გალახა. რაღათქმაუნდა, ამ ფაქტს არ ჩაუვლია გვარამიას ისტერიკებისა და ტრაგიზმების გარეშე, რომელთა მსხვერპლნიც მისი „ფეისბუქ“ მეგობრები გახდნენ. სააკაშვილის დემაგოგური იდეების მადიდებელმა, რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო მიმართვა, რომელშიც პირდაპირ და ნათლად ასახელებს საქართველოს პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის, სახელსა და გვარს და ამბობს, სრული თავნებობითა და სავარაუდოდ, სააკაშვილის დარიგეგებით, რომ მისი „გალახვის ბრძანება“ ვოლსკის დავალებული იყო. როგორც ჩანს, ბატონი გვარამია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფალთ სხვა საქმე არ აქვთ, თუ არა მისთვის დაქირავებული „დამლურჯებლების“ მიგზავნისა. საკვირველი არ არის, რომ მისი, როგორც ამპარტავანი, ხარბი და სავარძელზე ორიენტირებული ადამიანის მიზნები მიმართულია მმართველი პარტიისთვის ბინძური ხელების შეწმენდისკენ. ბუნებრივია, გვარამია ამჟამად ყველაფრისთვის მზად არის, რათა დაფაროს ის სისხლი, რომელიც მას 26 მაისსა და 7 ნოემბერს ჩამოურეცხავად ხელებზე შეახმა.

დამამტკიცებელ ვიდეომასალას „ევრიდეიჯორჯია“ ქვემოთ გთავაზობთ:

Gepostet von Nika Gvaramia am Freitag, 31. Januar 2020