ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მმართველ პარტიას მიმართავს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მმართველ პარტიას მიმართავს.

მათ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს 2020 წლის არჩევნები გაეხადათ დაცული და უზრუნველყოფილი, ისეთი, როგორიც ყველა მხრის წარმომადგენელს ნდობას გაუჩენს.
„საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობით და მხარდაჭერით ისარგებლებს, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის თაობაზე, დროულად განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და მიიღოს ზომები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პოლარიზაციის გადასალახად“, – აღნიშნულია განცხადებაში.