გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას ტოვებს

ეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას ტოვებს. ამ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ადასტურებს.
მისი შემცვლელი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

„აეროპორტების გაერთიანების ყოფილმა ხელომძღვანელმა ბატონმა გიორგი ჩოგოვაძემ ძალიან კარგი სამუშაო გაწია და ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებთ მას ამისთვის. მას ახალი გამოწვევა აქვს ახლა და ახალი სფერო ჩაბარდება. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, თვითონ მოგახსენებთ, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო უბანზე გადადის. ჩვენ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ახალი ხელმძღვანელი წარვადგინოთ და ამასთან დაკავშირებით ჩვენ განცხადებას დღის მეორე ნახევარში გავაკეთებთ. ასევე ძალიან ძლიერი პროფესიონალია მისი შემცვლელი და ერთი თვისება აქვს კიდევ, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიტყვი. მე გპირდებით, რომ წლევანდელი წელი აეროპორტების გაერთიანებისთვის ახალი ენერგიის წელი იქნება, ახალი პროექტების წელი, ახალი ტემპის წელი და გაუმჯობესებული ხარისხი ჩვენი მოსახლეობისა და ტურისტების მომსახურების თვალსაზრისით“, – განაცხადა თურნავამ.