თეონა გეგელია „იმედს“ ტოვებს

ჟურნალისტი თეონა გეგელია “იმედინიუსის” მთავარი რედაქტორის პოზიციას ტოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.

“5 წელი ვიმუშავე „იმედში“ სხვადასხვა პოზიციაზე: თავიდან „ქრონიკაში“, რადიო „იმედში“ გადაცემის წამყვანად, ორი გადაცემა მიმყავდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში – ჯერ „პოლიტიკა“ და ბოლოს „იმედი Live“, ვიყავი ჰოლდინგის მთავარი საინფორმაციო გამოცემის imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორი მისი შექმნის დღიდან, 2016 წლის დეკემბრიდან – დღემდე. ჩემთვის ყველაზე ღირებული იყო „იმედინიუსზე“ მუშაობა და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის არხის ყოფილ ხელმძღვანელს, გოგა კალანდარიშვილს. ჩემი სურვილით და არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დღეს დავტოვე imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორის პოზიცია, შესაბამისად „იმედის“ ჰოლდინგთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა აღარ მაკავშირებს. არსად გადავდივარ, მივდივარ სახლში” – წერს თეონა გეგელია.