ავსტალიაში ხანძარი კვლავ დაუმარცხებელია

ავსტრალიაში ცეცხლი კვლავ ბობოქრობს. ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის ადმინისტრაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გაჩენილმა ხანძარმა სამხრეთ კანბერამდე მიაღწია.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ახლამდელი მდგომარეობა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე კრიტიკულია.

ცნობისთვის, ხანძარი უკვე 18 500 ჰექტარზეა გავრცელებული.
ამასთანავე, ადგილობრივი ხელისუფლება კანბერას მოსახლეობას მზადებისკენ მოუწოდებს, რადგან შესაძლოა ევაკუაცია გამოცხადდეს.

“ამ ეტაპზე ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის ადმინისტრაციისთვის არ არსებობს უფრო დიდი პრიორიტეტი, ვიდრე ხანძრის საფრთხე,”- განაცხადა ენდრიუ ბარიმ.
ცნობისთვის, სიდნეისა და მელბურნს შორის 400 000 ადამიანი ცხოვრობს.