2019 წელს საქართველოში ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა – „საქსტატი“

„საქსტატმა“ წინასწარი მონაცემები გაასაჯაროვა, მისი მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკის მაჩვენებელი 5.2%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდაძე აცხადებს, რომ დეკემბერში ეკონომიკამ 3.8%-ით მოიმატა, სრული წლის განმავლობაში კი 5.2%-ით.

„დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებებს. კლება კი დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში”,- აცხადებს თოდაძე.