დღეს და ხვალ მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება

31 იანვარსა და 1 თებერვალს ამინდი გაუარესდება. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი. იქროლებს დასავლეთის ქარი.
სინოპტიკოსების განცხადებით, ძლიერი ნალექის გამო მოსალოდნელია ზვავის და მეწყერული პროცესების ჩასახვა.