გრიპის ვირუსით დაავადებულ 4 პაციენტს, სავარაუდოდ, დიაგნოზი მოეხსნებათ

გრიპის ვირუსით თბილისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის 4 ადამიანი იმყოფება. ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ 2 პაციენტთან გრიპი დადასტურდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მათი მდგომარეობა არ არის მძიმე და ტემპერატურა არ ემატებათ, სავარაუდოდ, „დიაგნოზი მოიხსნება“. ცნობისთვის, ჩინეთის ორივე მოქალაქე არასრულწლოვანია.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობაც სტაბილურია და დიაგნოზი, სავარაუდოდ, მათაც მოეხსნებათ.
„კლინიკურად არ ჰგავს ამ დაავადებას. ველოდებით პასუხს. იმყოფებოდა ტაილანდში და ტაილანდიდან წამოვიდა. მანამდე, ორი კვირის წინ უხანში ყოფილა. მკურნალობს ინფექციურში და ველოდებით პასუხს“, – აღნიშნა ექიმმა.