ინგლისი ევროკავშირს დღეს დატოვებს

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დღეს დატოვებს. ის მისი წევრი 47 წლის განმავლობაში იყო. გაერთიანებული სამეფო ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბლოკს ტოვებს.
დღეიდან ქვეყანა გარდამტეხ პერიოდს იწყებს, რომლის დროსაც მან უნდა მოახერხოს 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება. ქვეყნები ასევე უნდა შეთანხმდნენ სამართალდამცავი ორგანოების მომავალ თანამშრომლობაზე, მონაცემთა გაზიარებასა და უსაფრთხოებაზე, საავიაციო სტანდარტებზე, სათევზაოდ განკუთვნილ წყლებზე დაშვებაზე და მედიკამენტების რეგულირებაზე.
ცნობისთვის, ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება საზოგადოების უმრავლესობამ მიიღო.