კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა

უცხოური მედია აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ აფასებს. ეს გადაწყვეტილება საგანგებო შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
“მთავარი მიზეზი არ არის ის, რაც ხდება ჩინეთში, არამედ ის, რაც ხდება სხვა ქვეყნებში”,- განაცხადა BBC-მ.
ცნობისთვის, მათ აღნიშნეს, რომ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ის ქვეყნები, რომელთაც ჯანდაცვის სუსტი სისტემა აქვთ.
აღსანიშნავია, რომ გლობალურ საფრთხედ იყო გამოცხადებული ებოლა, ზიკა და H1N1.