„სამწუხაროდ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავი ჩემად გაასაღონ“ – გრეტა ტუნბერგი

ვედმა ეკოაქტივისტმა, გრეტა ტუნბერგმა, საკუთარ ოფიციალურ Instagram გვერდზე დაწერა, რომ საკუთარი სახელი და გვარი როგორც სასაქონლო ნიშანი ისე დაარეგისტრირა.

„სამწუხაროდ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავი ჩემად გაასაღონ ან იტყუებიან, რომ ჩემ ინტერესებს „წარმოადგენენ“, რათა ცნობილ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, მედიას, არტისტებს და ა.შ. ეკონტაქტონ“, – განაცხადა ეკოაქტივისტმა.
მან დასძინა, რომ მის სახელ კომერციული ბიზნესისთვის უნებართვოდ იყენებენ. ის სასაქონლო ნიშნად ასევე დაარეგისტრირებს მოძრაობას Fridays For Future და ამისვე შვედ სახელწოდებას Skolstrejk for klimatet.