“იზორიას კი არა ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა“ – პრემიერი ლევან იზორიას ძმაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლევან იზორიას ძმის, ვახო, იგივე კიტა იზორიას კადრების გასაჯაროვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კადრები ამაზრზენია და მას გამართლება არ აქვს.

“იზორიას კი არა ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა. იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები, ყოველდღიურად თავიანთი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრების და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ამაზრზენი”- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრელდა ვიდეო, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ აკავებენ ლევან იზორიას ძმას, ხოლო შემდეგ, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ათავისუფლებენ მას.