„იაფი ფულის“ დაპირება, სოფლის მეურნეობის დარგში შესრულდა“ – სოფლის მეურნეობის მინისტრი

2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ „იაფი ფულის“ დაპირება, სოფლის მეურნეობის დარგში შესრულდა.

„ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო იაფი ფულადი რესურსები სოფლის მეურნეობის დარგისთვის. ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. 2013 წლიდან არსებობს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2 მილიარდ ლარზე მეტი დაფინანსებაა გაცემული“, – განაცხდა დავითაშვილმა

.