ძმები ფეიქრიშვილები პირველ განცხადებას აკეთებენ

ძმები, გიორგი და დავით ფეიქრიშვილები ინციდენტის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებენ. ცნობისთვის, მათი მკვლელობა იგეგმებოდა, თუმცა სუს-მა ფაქტის მცდელობისას აღმკვეთი ღონისძიებები ჩაატარა.

დავით ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ დაკავებულთაგან არავის იცნობს და მკვლელობის მომზადების ფაქტსაც „ვერაფერს უკავშირებს“.

„დაკავებულებიდან არცერთს არ ვიცნობთ, მათ შესახებ გუშინ გავიგეთ. კონტრტერორისტული დეპარტამენტიდან დამიკავშირდნენ, სადაც ძმასთან და ადვოკატთან ერთად მივედი. მითხრეს, რომ ჩემი და ჩემი ძმის მკვლელობა მზადდებოდა შეკვეთით. ასევე მითხრეს, რომ დაკავებული იყვნენ კონკრეტული პიროვნებები, რომელთაც არ ვიცნობთ. აქედან გამომდინარე ამ ფაქტს ვერაფერს ვუკავშირებ“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, სუს-მა ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე დააკავეს.