უხანიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაცია იწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უხანიდან საქართველოს მოქალაქეების საევაკუაციოდ თურქეთთან აქტიური მუშაობები მიმდინარეობს.

„გიდასტურებთ, რომ თურქებთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული რეისით მოხდება მათი წამოყვანა უხანის პროვინციიდან“- აცხადებენ სამინისტროში.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.