ჯერჯერობით ინფიცირებული არ დაფიქსირებულა – ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა მიუხედავად ამისა სერიოზული მზადება მიმდინარეობს.

მისივე აღნისვნით, იყო აჟიოტაჟი პატარა ბავშვთან დაკავშირებით, თუმცა ეს ვირუსი არ აღმოჩნდა.

„ბათუმში 2 ჩინელზეც იყო საუბარი. არაფერი დადასტურდა ლაბორატორიულად. მხოლოდ 37 გრადუსი იყო პირველ დღეს და მეორე დღეს ნორმაში იყო. დღეს მოგეხსენებათ, 37 გრადუსი არ ითვლება სიცხედ“, – აცხადებს გამყრელიძე.