“რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არ შემოშვება, დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით“, – თეა წულუკიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის დელეგაციის არ შემოშვება მხოლოდ ერთ შედეგამდე მიგვიყვანს და ეს სანქციები იქნება.
მან დასძნა, რომ მინისტერტიალამდე ჯერ დიდი დროა, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ფაქტის წინაშე დავდგებით.

“რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არ შემოშვება, დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით. ეს სანქციები უნდა ოპოზიციას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დაედოს საქართველოს. ასევე არსებობს ჩვენი ქვეყნის შიდა კანონმდებლობა და ჯერ მანამდე დროა. როდესაც დადგება კონკრეტული საკითხი, ტარდება ეს სხდომა საქართველოში, თბილისში, ტარდება სტრასბურგში, ვინ ჩამოდის, ვინ მიდის, ამის შემდგეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება ამაზე მსჯელობა”, — აცხადებს წულუკიანი.