საეკლესიო სასამართლო უნდა შეიქმნას – მეუფე პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ აუცილებელია საეკლესიო სასამართლო შეიქნას, რათა საპატრიარქოში არსებული ვითარება გამოვლინდეს.

მან დასძინა, რომ სასამართლო პროცესში მონაწილეობას დაბალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები და ერის ადამიანები მიიღებენ.

“მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და მამა ანდრიას მიმართ უპასუხისმგებლო ბრძანებით მისი სამღვდელო ხარისხის შეჩერება, როგორც თვითონ განმარტეს, რომ პატრიარქი იყო ქალაქგარეთ, მაგრამ შეათანხმეს, ეს არის მორიგი უსამართლობა, უკანონობა და უხეში კანონდარღვევა. გაცხადდა, თუ რამდენად აიგნორებს რჯულის კანონს საქართველოს საპატრიარქო, რომელიც მმართველი ორგანოა საქართველოს ეკლესიის.

ასეთი დამოკიდებულება და მსგავსი უწესრიგობა აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო შედეგამდე. უარესდება მდგომარეობა და ეკლესიის ავტორიტეტზე ეს აისახება ნეგატიურად.
ერთადერთი გამოსავალი არის, რომ საზოგადოება მიხვდეს და ვაიძულოთ ჩვენი სულიერი ხელმძღვანელობა, რომ ავამოქმედოთ საეკლესიო სასამართლო, რომლის ფუნქციაც მითვისებული აქვს სინოდს, მაგრამ არასდროს საეკლესიო სამართლის ფორმატით არც ერთი საკითხი, რაც მე სინოდის წევრი ვარ, 2002 წლიდან არ განხილულა და დღემდე კანონს მაღლა ხელმწიფების დამოკიდებულებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რაც არის შერჩევითი სამართალი და ფარისევლობა”,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

მან დასძინა, რომ ტრაგიკულია, როდესაც პატრიარქს სიმართის მოსმენა არ სურს.
“პარიარქმა უნდა მოისმინოს მხილება. ეს არის ძალიან ტრაგიკული, როდესაც მას არ უნდა სიმართლის მოსმენა, მამა ანდრია სარიას თუ სხვა სასულიერო პირებს, რომლებმაც ხმა აღიმაღლეს ამ უკანონობის და უზნეობის წინააღმდეგ, რომელიც არის გამეფებული დღეს დედა ეკლესიაში, მხოლოდ სადამსჯელო პოლიტიკის გატარება მოხდა, რომელიც არის საბჭოთა დამოკიდებულება, რეჟიმის, რომელსაც სძაგდა სიმართლე.

საპატრიარქო ისევე უფრთხის და ეშინია სიმართლის და სიმართლის მთქმელი ადამიანების, როგორც ბოროტს ეშინის ჯვრისა.

საეკლესიო სასამართლო არის ერთ-ერთი გამოსავალი, სადაც დაბალი იერარქიის სასულიერო პირები და ერის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას და დავიწყოთ ჩემით. პატრიარქს მივმართე სიტყვებით, რომ დავიწყოთ მხილებით და ჩემგან დავიწყოთ, ნუ მომერიდებით, ნურც ნურავის მოერიდებით პატივის გამო, მაგრამ ნურც ნურავის დაჩაგრავთ პატივის არქონის გამო. მაგრამ პატრიარქი დადუმდა, ის არ აღმოჩნდა მზად ჯერ კიდევ წლების წინ მხილებისთვის და ის არ აღმოჩნდა დღესაც მხილებისთვის, რომ შეხვედროდა მამა ანდრიას და მოესმინა მისი დაგროვებული გულისტკივილი ეკლესიაში არსებული პრობლემების მიმართ. სინოდის წევრები, ისევე როგორც პატრიარქი არ უნდა დადგნენ კანონზე მაღლა”,- აცხადებს მეუფე პეტრე.

მან ასევე აღნიშნა, რომ წმინდა სინოდის სხდომა გასულ წელს რამდენჯერმე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ის მხოლოდ ერთხელ ჩატადა და მაშინაც რამდენიმე საკითხი განიხილეს.

“სინოდის სხდომა ჩატარდა მხოლოდ ერთხელ პატრიარქი იყო ვალდებული მინიმუმ ორჯერ ჩაეტარებინა. თვითონ გამოვიდა და თქვა, გაგვაკრიტიკა თითქოს ჩვენ ვიყავით დამნაშავე, რომ მეორედ არ ჩატარდა. ჩატარდა მხოლოდ ერთხელ და ისიც 2 თუ 3 საკითხი განვიხილეთ”,- დასძინა მეუფემ.