მოკლემეტრაჟიან ფილს „ლურჯი ვეშაპის“ შესახებ სულ მალე სკოლებში აჩვენებენ

ე.წ. თამაშის, „ლურჯი ვეშაპის“ შესახებ მოკლემეტრაჟინ ფილს სულ მალე სკოლებში აჩვენებენ. ფილმი საშიში თამაშის შესახებ ლევან გაბაძემ გადაიღო. ფილმზე ამჟამად მუშაობა თითქმის დასრულებულია და პრემიერა ძალიან მალე გაიმართება.

რეჟისორის აღნიშვნით, ნამუშევარმა ეროვნული კინოცენტრის მოწონება დაიმსახურა.
„ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. აჩვენებს ამ საზარელ თამაშში მონაწილე ყველა მხარეს. ვიდრე ფილმის გადაღებას დავიწყებდით, ჩვენ მოვიძიეთ ძალიან ბევრი ინფორმაცია, როგორც ქართული, ისე უცხოური რეალობიდან. ვესაუბრეთ ფსიქოლოგებს და სხვა სპეციალისტებს და ერთად შევკარით ეს გამოცდილებები. იმედი გვაქვს, რომ ფილმი დიდ როლს ითამაშებს პრობლემის პრევენციაში და სასარგებლო იქნება როგორც მოზარდებისთვის, ისე მისი მშობლებისთვის. პრევენციის მიზნით არის ფილმი გაკეთებული და იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება. ამჟამად მიმდინარეობს ფილმის თარგმნა და ინგლისურ სუბტიტრებზე მუშაობა, რადგან ვგეგმავთ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მიღებას“, – აცხადებს რეჟისორი.