„ჩვენ ყურდღებით ვეცნობით ამ განცხადებებს“ – თურნავა კონგრესმენების წერილებზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კონგრემენების მიერ გამოგზავნილი წერილების საკითხს შეეხო.

„ჩვენთვის ყოველთვის ყურადსაღებია ჩვენი დასავლელი, ამერიკელი პარტნიორების, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების ესა თუ ის განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში გადაუმოწმებელ და არასწორ ინფორმაციას ეყრდნობა ეს განცხადება“, – აღნიშნა თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

„რა თქმა უნდა, სენატორების განცხადება არ დარჩება ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე. ჩვენთვის ყოველთვის ყურადსაღებია ჩვენი დასავლელი, ამერიკელი პარტნიორების ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების ესა თუ ის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ და ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, გადაუმოწმებელ და არასწორ ინფორმაციას ეყრდნობა ეს განცხადება, მაგრამ ჩვენ ყურდღებით ვეცნობით ამ განცხადებებს და შესაბამისი რეაგირებაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება. ჩვენი მხრიდან ვაძლიერებთ ჩვენს საინფორმაციო წყაროებს, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებს. მე მაგალითად მოვიყვანდი „ფრონტერას“ ქეისს, როდესაც აშკარად მცდარი, არასწორი ინფორმაცია იყო მიწოდებული“, – განაცხადა მინისტრმა.