კორონავირუსი ძალიან სწრაფად იზრდება – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიცე აცხადებს, რომ ამჟამად, მსოფლიოს მასტაბით კორონავირუსის 7 711 ადამიანია დავირუსებული. მან დასძინა, რომ ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება.
“ერთი დღის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა 1 737-ით. გარდაცვლილია 170 ადამიანი. 31 დეკემბრიდან დღემდე დაავადების ექსპორტი მოხდა 11 ქვეყანაში.

შემთხვევების სწრაფი ზრდა ფიქსირდება. მიუხედავად იმ ღონისძიებებისა, რასაც ჩინეთის მთავრობა ატარებს, ექსპორტი ხდება. 98 პროცენტი შემთხვევების ჩინეთში ფიქსირდება,” – აცხადებს გამყრელიძე.