დღეს, რურუას წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში ცნობილი ყალთაბანდის, „ფეიკ ნიუსერთა“ ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღეს გადაისინჯება რურუას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ცნობისთვის, პროცესის დაწებამდე საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ისინი მოითხოვენ რურუას საპატიმროში დატოვებას.

დაცვის მხარე კი რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას მოითხოვს.
თქვენი საცხოვრებელი ადგილი?” – მიმართა მოსამართლემ რურუას.
„ბიძინას ციხეში, გლდანშია” – უპასუხა რურუამ.

ცნობისთვის სამართალდამცავებმა ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.