ევროპარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ბრექსიტის შეთანხმება დაამტკიცა. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ დოკუმენტს 621-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 49 იყო, 13-მა კი თავი შეიკავა.

მომდევნო ეტაპზე დოკუმენტი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
საბჭო ბრექსიტის შეთანხმებას, სავარაუდოდ, 30 იანვარს გააფორმებს, შედეგად კი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს.