ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინადადებას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე და რუსეთისთვის სრულად უფლებამოსილების აღდგენას დათანხმდა.

გადაწყვეტილების მომხრე იყო ასამბლეის 96 წევრი 44-ის წინააღმდეგ.
რეზოლუციის განხილვა სტრასბურგში მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა გადაწყვეტილება დაგმეს და რუსეთის აგრესიული ქმედებები გააკრიტიკეს.

რეზოლუციის ავტორმა, ტონი კოქსმა განაცხადა, ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება აღუდგინეს. ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთთან დაკავშირებული სიტუაცია არ გაუარესებულა, არამედ პირიქით, შეინიშნებოდა გარკვეული გაუმჯობესება. კერძოდ, მან დაასახელა რუსეთის მიერ მონიტორინგის კომიტეტთან თანამშრომლობა, ევროსაბჭოს საწევროს გადახდა, ასევე უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება.

28 იანვარს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცესპიკერი პიოტრ ტოლსტოი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

27 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ სრული შემადგენლობით ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დაბრუნების საკითხის გადახედვა მოითხოვა.