გავრილოვი – როგორც ჩანს, საქართველო მზად არის, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღსადგენად

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოში რუსეთის დელეგაციის შესაძლო მასპინძლობასთან დაკავშირებით, სერგეი გავრილოვი ეხმაურება. რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის თქმით, თუ ზურაბიშვილის სიტყვები გამართლდება, მართლმადიდებელი დეპუტატები მზად არიან თბილისში გაემგზავრონ.

მისი თქმით, „მართლმადიდებელი დეპუტატები“, მათ შორის, რუსეთიდან, მზად არიან საქართველოში გასამგზავრებლად, თუკი სალომე ზურაბიშვილის სიტყვები სიმართლე იქნება. მან სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს,რომლის თანახმადაც ქვეყანა მზადაა რუსებისთვის უსაფრთხოება უზრუნველყოს, ასევე, აფხაზეთში ნამყოფებზე დევნის შეწყვეტას უკავშირდება, „სერიოზული სიგნალი“ უწოდა.

მისი აზრით, ეს განცხადება აღნიშნავს იმას, რომ საქართველო იცავს დემოკრატიულ პრინციპებს და ექსტრემისტების მხრიდან საფრთხე არ იქნება.

„როგორც ჩანს, საქართველო მზად არის, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღსადგენად სრული მოცულობით, მათ შორის, დიპლომატიური ურთიერთობითა და ელჩების გაცვლით. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გამარჯვების იუბილის წინა პერიოდში. ჩვენ მზად ვართ, პატივი მივაგოთ დიდი სამამულო ომის დროს ყველა გარდაცვლილს. საქართველო ყოველთვის იყო მრავალეროვანი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კვლავ გახდება მრავალეროვანი კეთილმოსურნე რესპუბლიკა“ ,- განაცხადა გავრილოვმა.