წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც, “დასპოილერებაც”, – საინტერესო ცხოვრება გველის” – გახარია სამთავრობო ცვლილებებზე

“ცხოვრება მოძრაობაა, ყველაფერს უნდა დაველოდოთ” – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, ქვეყანა აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შედის, შესაბამისად, ყველაფერი მოსალოდნელია.

მისივე თქმით, ყველა უნდა დაელოდოს მოვლენების განვითარებას.

„ცხოვრება მოძრაობაა, ყველაფერს უნდა დაველოდოთ. „დასპოილერება“ მე ხომ არ მომიგონია?! ეს არის ძალიან კარგი თანამედროვე ცნება და მინდა, რომ ამ პოზიციაზე დავრჩე. უახლოეს პერიოდში აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ. წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, „დასპოილერებაც“ ბევრი იქნება, საინტერესო ცხოვრება გველის“, – განაცხადა გახარიამ.