ჩინეთის გარდა კორონავირუსი 17 ქვეყანაში დაფიქსირდა

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 80 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ვირუსი 17 სხვადასხვა ქვეყანაში აღმოაჩინეს. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, ტაივანი, ავსტრალია, კამბოჯა, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, მალაიზია, ნეპალი, შრი ლანკა, სინგაპური, ტაილანდი, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, აშშ, ვიეტნამი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ცნობისთვის, ამჟამად კორონავირუსისგან 132 ადამიანი გარდაიცვალა, 6 000 კი დაინფიცირებულია.