ბოკუჩავა და მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თინა ბოკუჩავა და მამუკა მდინარაძე საკანონმდებლო ორგანოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბოკუჩავას აღნიშვნით, მას აინტერესებს თუ რატომ არ უშვებენ მაჩალიკაშვილს პარლამენტში. სწორედ ამან გამოიწვია დეპუტატებს შორის დაპირსპირება, რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.
მდინარაძემ განმარტა, რომ მაჩალიკაშვილის პარლამენტში დაუშველობის მიზეზი პროვოკაციის საფრთხე გახდა. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო.
„ნუ სპეკულირებ, გარდაცლილ ადამიანს შენი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ და ეს არის სამარცხვინო. შენ ხარ მიშას „ტიტუშკა“. თქვენ ხართ პროვოკატორები და უზნეო ხალხი, მიშას მონები“, – განუმარტა მდინარაძემ ბოკუჩავას.
ამის საპასუხოდ ბოკუჩავამ მდინარაძემ „მატყუარა და სამარცხვინო“ უწოდა.
„შენ მანდატს არ იმსახურებ. შენ ხომ არავინ არ ხარ, ჩვეულებრივი ჭანჭიკი ხარ“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.