„მე თქვენ დედას გიტირებთ” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ემუქრება. „მე თქვენ დედას გიტირებთ. თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ არაფერი ხართ, ნაძირალათა ხროვა ხართ. ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება“ – განაცხადა ჯიჰადისტის მამამ.
მან აღნიშნა, რომ საკუთარი შვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო ხელისუფლებას პასუხის გება მოუწევს.
„დღეს ამ სახელმწიფოში არანაირი ინსტიტუცია არ არის, არც ხელისუფალია, არც პარლამენტია, არც პროკურატურა, არც სასამართლო. მე მალხაზ მაჩალიკაშვილს მომიკლეს უდანაშაულო მძინარე ბავშვი, შემდგომ ამ ბავშვს დააბრალეს ტერორიზმი, ეს ბავშვი არც ერთხელ დაკითხულა, მესამე წელია დუმს ცივი სამარეში. ამ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ დაამარცხოს უდანაშაულოდ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა. ამ სახელმწიფომ გადაწყვიტა ყველა თავისი ბინძური მექანიზმით მებრძოლოს მალხაზ მაჩალიკაშვილს. ვნახოთ ვინ ვის აჯობებს. დრო გვიჩვენებს, დრო იტყვის თავის სათქმელს ჩემთან ერთად. ნუთუ ყველას ერთად გაუწყდა შუბლის ძარღვი, როცა პროკურატურამ 2 წლის მერე გამოდის და აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ გამოძიება შეწყდა“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი.
მან ასევე პარლამენტში მისვლის მიზეზზეც ისაუბრა.
„შევქმნათ საგამოძიებო კომისია და გავცეთ პასუხი საზოგადოებას რაშია საქმე, გამეცით პასუხი. ხელისუფლებას ეს ხომ მოუწევს, რომ ამაზე პასუხი გამცეს, ესენი ხომ ყველა პასუხს აგებენ. ზუსტად ვიცოდი, რომ მათ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, უბრალოდ, შეცდომა მოუვიდათ. ამ შეცდომის აღიარება გაუჭირდათ და ამ შეცდომის გადაფარვაში მთელი სტრუქტურები ჩაება. მე პირადად მეუბნებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები, ვიცით ბატონო ვახა, ვიცით ეს შეცდომაა, დანაშაულია, მაგრამ ამის აღიარება გვიჭირს. მე ამას მოგონილს არ ვამბობ, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩემთვის ნათქვამს ვყვები. დღეს ეს სურათი დადგა, ვიცოდი სხვა არაფერი იქნებოდა, ამას მოველოდი. არც ერთ მათგანს, „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს არ მივცემ საშუალებას, კამერის წინ დადგეს, ამას დაგანახებთ, მთელ ქვეყანას ამ გახრწნილ ხროვას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. ყველა ერთნაირი კრინალია, ადამიანური ჩარჩოდან ამოვარდნილი ნაძირალაა. ამას მოგმართავთ მე, ვახა ტერლოევი, მთელ სახელისუფლებო ორგანოებს, დედას გიტირებთ, მე თქვენ დედას გიტირებთ. ეს მუქარა არ არის. კანონის ჩარჩოებიდან გაუსვლელად, პოლიტიკურად ვეუბნები, დედას გიტირებთ. თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ არაფერი ხართ, ნაძირალათა ხროვა ხართ. ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.