თბილისში მეორადი საბურავების შეძენაზე შეზღუდვები დაწესდება

თბილისში მეორადი საბურავების გაყიდვა აიკრძალება. თბილისის მერიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კანონპროექტი მოამზადა.
ფაქტთან დაკავშირებით განცხადბა ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ, გააკეთა.
„კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების პროცესშია და უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი საკრებულოსთვის“, – აცხადებს ვიცე-მერი.
მისი აღნიშვნით სიახლეებია მოსალოდნელი ელიავას ბაზრობაზეც.
„რაც შეეხება აალებად და გარემოს დამაბინძურებელი საქონლით ეკონომიკურ საქმიანობას, ეს თემა არ ეხება მხოლოდ ელიავას ბაზრობას და ეხება ყველა იმ ადგილს, სადაც ასეთი ტიპის საქონლით ვაჭრობა და გარემოს დაბინძურება, ასევე ნორმალური საცხოვრებლის პირობების დაზიანება ხდება“, – დასძინა ხმალაძემ.